დღეს, 20 ივნისს, 18:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით "მიხეილ ხვიტიას თვალით დანახული საქართველო".
ექსპოზიციაზე გამოფენილი იქნება საქართველოს დამსახურებული მხატვრის, მიხეილ ხვიტიას 25-მდე ფერწერული ნამუშევარი., მისი შემოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ პეიზაჟით, აქვს ნატურმორტები, პორტრეტები, შიშველი ნატურები, ჟანრული სცენები და სხვა. გამოყენებულია ზეთის საღებავი, ტილო, მუყაო.
მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქალაქის მუზეუმების მუდმივ ექსპოზიციებში: მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეა; პეტროპავლოვსკის ხელოვნების მუზეუმი;ფრუნზეს ხელოვნების მუზეუმი; საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი; სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი (მოსკოვი, რუსეთი); ქუთაისის მუზეუმი.
გამოფენა გაგრძელდება 1-ლი ივლისის ჩათვლით.