დღეს, 20 ივნისს, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ერთთვიანი გასტროლით იაპონიაში მიემგზავრება.
17 ივნისს საბალეტო დასი 160-ე თეატრალურ სეზონს ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გალაკონცერტით დახურა.
წარმოდგენილი იყო მეორე სურათი პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტიდან "გედების ტბა", ბიზეს ვარიაციები.