დღეს, 20 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის მასივის I, II, IIIა, V და VI მიკრორაიონების, ქერჩის, ვეკუას, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირების, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ცხრა ძმის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ხახანაშვილის, გუთნის, თელავის, ახმეტის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.