ქართველმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა კახაბერ ჩაჩუამ, რომელიც 2011 წელს დასახლება საგრაზე ბანდიტური თავდასხმის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და ამჟამად ეკატერინბურგის 1-ელ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს, იური პონომარიოვს, საჩივარი გაუგზავნა და აუწყა, რომ შიმშილობას აცხადებს.
ჩაჩუა "გამოძიების განუკითხაობას" აპროტესტებს. მისი განცხადებით, მას იმ ბანდის წევრობა დააბრალეს, რომელთანაც არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია.
მისი განცხადების მიხედვით, მაქსიმუმ, რაშიც ის არის დამნაშავე, არის ის, რომ ბოშა ლებედთან ერთად ერთ კამერაში აღმოჩნდა და მას მობილური ტელეფონით სარგებლობის საშულება მისცა. "მე მართლაც მივაწოდე მას ტელეფონი, თუმცა რა ილაპარაკა მან, არ ვიცი, ისინი ბოშურ ენაზე ლაპარაკობდნენ", _ განაცხადა ჩაჩუამ ჟურნალისტებთან საუბარში.
ჩაჩუას ადვოკატიც აცხადებს, რომ ბრალდებული ამ ბანდიტური დაჯგუფების წევრი არასოდეს ყოფილა. მისი თქმით, გარდა გამოძიებასთან შეუთანხმებლობისა ჩაჩუა ჯანმრთელობის პრობლემებსაც უჩივის.