ისრაელის გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ბენი განცმა ისრაელ-ეგვიპტის საზღვარი მოინახულა. მან შეაქო მუშები, რომლებიც საზღვარზე გამყოფ კედელს აშენებენ და განაცხადა, რომ "სამუშაო საუკეთესოდ მიმდინარეობს".
მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა ოპერატიული პრობლემებისა, რომლებსაც ისრაელი ამ დრომდე ეჯახება, არის კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა - ეს არის მდგომარეობა სინას ნახევარკუნძულზე, სადაც გამუდმებით ჩნდება ახალი და ახალი ტერორისტული ბაზები, რომელთა გავლითაც ხდება იარაღის უკანონო მიწოდება.
განცის აზრით, ეგვიპტემ თავისი სუვერენიტეტის რეალიზება სრული მოცულობით უნდა განახორციელოს და სინას ნახევარკუნძულზე წესრიგი უნდა დაამყაროს.