დღეს პალესტინის წინაღმდეგობის მოძრაობის წევრებმა ისრაელის სამხრეთის რაიონების მიმართულებით 11 რაკეტა გაუშვეს. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სეროიზული იერიში იყო, რომელსაც დაზარალებულებისა და ნგრევის გარეშე არ ჩაუვლია. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის წარმომადგებელი ავრცელებს.
ღაზას სექტორის მმართველი პალესტინული წინაღმდეგობის მოძრაობა "ჰამასის" წევრებმა უკვე განაცხადეს თავიანთი მონაწილეობის შესახებ სარაკეტო იერიშში და განაცხადეს, რომ უარს აცხადებენ მრავალთვიანი "სიჩუმის" პოლიტიკაზე. ეს, მათი განცხადებით, არის პასუხი მიმდინარე კვირის დასაწყისიდან უკვე სულ მცირე რვა თანამემამულის დაღუპვაზე.