უბედური შემთხვევა მოხდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში. 23 წლის გიორგი ნაროზაშვილს საკუთარი საცხოვრებელი სახლის სახურავზე დენმა დაარტყა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შემთხვევის თვითმხილველებმა განუცხადეს, დენი სახლის სახურავზე ელექტროსადენიდან გადავიდა.
„პაციენტი საავადმყოფოში რომ შემოიყვანეს უკვე გვამი იყო. იგი ადგილზე დაიღუპა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ხათუნა ზურიკაშვილმა.