რუსეთის საბითუმო ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება, - ამის შესახებ კონსალტიგური კომპანია Kearney-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებშია აღნიშნული.
The 2012 Global Retail Development Index-ის რეიტინგის მიხედვით, რუსეთი 26-ე ადგიკლზეა და მას უსაწრებენ საქართველო (მე-6 ადგილი), ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, შრილანკა, პანამა და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს რუსეთი უცხოელი ინვესტორებისთვის ვაჭრობის სფეროში მიმზიდველი ქვეყნების ათეულში იყო, 2009 წელს კი ამ რეიტინგის მეორე ადგილზე იმყოფებოდა. Kearney-ის წარმომადგენლის პრე ჰოლგის განცხადებით, ვითარების მკვეთრი ცვლილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ რუსეთის ბაზარი არ ვითარდება და პირიქით შედის იმ ფაზაში, როდესაც შესაძლებელია ის შეედაროს ევრიპის მაღალ განვითარებულ ქვეყნებს. ამის მიუხედავად ჰოლგე აღნიშნავს, რომ რუსეთის ბაზარს ჯერაც აქვს პერსპექტივები.