ბომბდამშენ "ტუ-22მ3"-ის მეთაური პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე კოვენცოვი, რომელიც ცხინვალის რეგიონში 2008 წელს ჩამოაგდეს, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ვინაიდან ქართული მხარის მიერ გადმოცებული ადამიანის ნარჩენები ოფიცერს არ ეკუთვნის. ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანდრეი ტარანოვმა გააკეთა.
"ჩატარებულია დიდი სამუშაო პოლკოვნიკ კოვენცოვის სავარაუდო ნარჩენების იდენტიფიცირებისთვის. სამწუხაროდ, ბიომასალა # 42, რომელიც ჩვენ ქართულმა მხარემ გადმოგვცა და რომელსაც კვლევა საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩაუტარდა, გარდაცვლილ მფრინავის "დე-ენ-ემს" არ დაემთხვა", _ განაცხადა ტარანოვმა რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში გამართულ მოსმენებზე.
მისი თქმით, კოვენცოვი ამ დრომდე "უგზო-უკვლოდ" დაკარგულად მიიჩნევა.
"პოდპოლკოვნიკის ძებნის ოპერაცია საერთაშორისო წითელი ჯვრისა და რუსულ-ამერიკული ერთობლივი კომისიის დონეზე გრძელდება", _ განაცხადა ტარანოვმა.
"შორეული ბომბდამშენი "ტუ-22მ3", რომლის მეთაური კოვენცოვი იყო, 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონში ჩამოაგდეს საქართველოში იძულებით მშვიდობის დამყარების რუსეთის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს", _ წერს რუსული მედია. მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და მათი ცხედრები სამძერბრო სამსახურებმა იპოვეს. კოვენცოვი კი ვერ იპოვეს. ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე მისი კატაპულტირებული სავარძელი და პარაშუტი ნახეს მხოლოდ.