საქართველოში ყველაზე დინამიკურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი სატელეკომუნიკაციო გიგანტის ალკატელის ტელეფონებზე უპროცენტო განვადებას აცხადებს.
მობილური ტელეფონების შეძენა, რომლის ღირებულება 100 ლარს აღემატება, ნებისმიერ მსურველს ბილაინის თბილისის ოფისში განვადებით, ყოველგვარი ზედმეტი საბანკო პროცედურების გარეშე შეუძლია.
განვადებისთვის საჭიროა ტელეფონის ღირებულები 20 % ის დაფარვა ტელეფონის შეძენისას, დარჩენილ თანხას, რომელსაც არანაირი პროცენტი ან მომსახურებიის საკომისიო არ ემატება, აბონეტნი 12 თვის განმავლობაში, ყოველ თვე დაფარავს.
განვადება ვრცელდება ბილაინის 9 მოდელზე, რომელთა ღირებულება 130 ლარიდან 340 ლარამდე მერყეობს.
თუ აბონენტი გადაწყვეტს ალკატელ OT 799-მოდელის შეძენას, მას ყოველთვიურად მხოლოდ 8, 76 თეთრის გადახდა მოუწევს.
"0- პროცენტიანი განვადება მობილურ ტელეფონებზე კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი მომხმარებლის სურვილების შესახვედრად. ბილაინი აბონეტებს განვადებას ყოველგვარი საპროცენტო განაკვეთის და მომსახურების საკომისიოს გარეშე სთავაზობს", - აცხადებენ კომპანიაში.