ბათუმში, აჭარის მთავრობის ორგანიზებით, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია „აჭარა-თანამშრომლობა განვითარებისათვის 2012" მიმდინარეობს. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნა და ბოლო რვა წლის განმავლობაში რეგიონში დასრულებული, მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტები მიმოიხილა. ასევე, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც დონორების მხარდაჭერით აჭარაში ხორციელდება.
"კონფერენციაზე განვიხილავთ რეგიონის სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ორი წლის წინათ იქნა დამტკიცებული. ამ სტრატეგიის ნაწილია დონორთა წინაშე განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც სამომავლოდ უნდა განხორციელდეს. დღევანანდელი შეხვედრა აჭარის მთვარობისთვის ერთგვარი ანგარიშია იმ საქმიანობისა, რაც გაგვიკეთებია დღემდე," - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
შეხვედრაზე განიხილება ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის საკითხები. კონფერენციის მიზანია, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია რეგიონალური განვითარების პრიორიტეტებისა და მათი შესრულების შესახებ, რათა ხელი შეეწყოს აჭარას დონორთა, სახელმწიფო თუ მუნიციპალურ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვერდა ბათუმში მეორედ იმართება და მასში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოებისა და საკონსულოების, ასევე, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მასალის გამოყენების პირობები