ხვალ, 20 ივნისს 11.00 საათზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ბრიფინგს გამართავს.
ბრიფინგის თემა, 2012 წლის I კვარტალის ეკონომიკური ზრდის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მონაცემები და 2012 წლის მაისის და პირველი 5 თვის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასება, იქნება.
მის: ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის ქ.N30, (ნაძალადევის რ-ის გამგეობის ყოფილი შენობა), IV სართული.