სპეციალური სავაჭრო ზონა "ლოლო მოლში" დაგეგმილზე ერთი წლით ადრე მოეწყობა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობა "ლილო მოლში" ერთი წლით ადრე ამოქმედდება.
ცოტახნის უკან გაცხადებული გეგმის თანახმად, "ლილო მოლში" სპეციალური სავაჭრო ზონა 2014 წლის ბოლომდე უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ახალი გეგმის მიხედვით სპეციალური სავაჭრო ზონა "ლილო მოლში" 2013 წლის ბოლოს, უფრო კონკრეტულად კი 2014 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა ამოქმედდეს.
აღსანიშნავია, რომ "ლილო მოლი" პირველი ქართული კომპანია გახდა, რომელსაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსი მიანიჭა. სტატუსის ამოქმედების შემდეგ "ლილო მოლში" დასაქმებული მეწარმეები მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. უფრო კონკრეტულად კი ისინი 15% და 20%-იან საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან და მხოლოდ საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 3%-ის გადახდა მოუწევთ. იმავდროულად "ლილო მოლის" სავაჭრო ობიექტების დამქირავებლები საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების აუცილებლობისა და საკონტროლო სალარო აპარატის ქონის ვალდებულებისგანაც გათავისუფლდებიან, რაც გადამხდელებს ხარჯებს შეუმცირებს. "ლილო მოლში" იმუშავებს ცენტრალიზებული სალარო აპარატები.