უახლოეს მომავალში სირიის ტერიტორიაზე რუსეთი, ჩინეთი, სირია და ირანი სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "ალ-არაბია" სააგენტო "ფარსზე' დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს სამხედრო წვრთნები იქნება ყველაზე მსხვილი სამხედრო წვრთნა ახლო აღმოსავლეთში და მასში მონაწილეობას მიიღებს 90 ათასი სამხედრო. წვრთნაში ჩართული იქნებიან ქვეითები ასევე სამხედრო საზღვაო და საჰაერო ძალები. ტელეარხის ინფორმაციით, ეგვიპტემ უკვე განაცხადა თანხმობა სუეცის არხით, ამ წვრთნებისათვის 12 ჩინეთის გემის გატარებაზე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში სირიის სანაპიროებმადე მივლენ.
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 400 ვერტმფრენი და 1 ათასი ტანკი და ისიც რომ ამ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსული წყალქვეშა ნავები და ავიამზიდი.
სირია თავის მხრივ რაკეტების "ჰაერი-წყალი"-ს გამოცდას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს.