ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ოროი პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, ღაზას ცენტრალური სექტორი ისრაელის სამხრეთის ტერიტორიებზე იერიშის მიტანის გამო საპასუხოდ დაიბომბა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნით ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უცნობებმა, პალესტინის მეჩეთი გადაწვეს, რომელიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.