ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრი რომან მარსაგიშვილი ზაფხულის პერიოდში, ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგებას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რაიონში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი და პრობლემების გადასაჭრელად არაფერი კეთდება.
ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, რაიონს ტყის მასივი არ აქვს და შესაბამისად, მოსახლეობას გაზი არა მხოლოდ ზამთარში არამედ ზაფხულშიც სჭირდება. მარსაგიშვილის განცხადებით, მოსახლეობა მზადაა ზაფხულის განმავლობაში მოხმარებული გაზის საფასური საკუთარი სახსრებით დაფაროს.
დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა ასევე, რომ ყურადღება გაამახვილოს ჯვრის უღელტეხილის, ე.წ. სამხედრო გზის შეკეთებაზე და ყაზგების რაიონისთვის თოვლსაწმენდი მოწყობილებით აღჭურვაზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგისთვის გაზის ღირებულებას ზამთრის პერიოდში მტავრობა აფინანსებს.