"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლების წარმომადგენლები "სუტინიორობაში" დაადანაშაულა და მათ სამივლინებო ხარჯებზე ინფორმაცია მოითხოვა.
პარლამნტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბაღათურია კვლავ შეეხო აჭარაში საერთაშორისო ტრეფიკინგის თემას და აღნიშნა, რომ ამ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლები არინ ჩართული.
"რას ეძახით თურქულ ინვესტიციას? შუა აზიიდან მეძავების იმპორტს ჰქვია ინვესტიცია? მთავრობა ისე დაეცა, რომ პროსტუტუციით ფულის კეთებით არის დაკავებული. ამას პოპულარულ ენაზე სუტენიორობა ჰქვია"- განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, გააჩნია ფოტომასალა, რომელზეც ასახულია თუ როგორ იქცევიან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პარლამენტისა და მთავრობის წევრები უცხოეთში.
,,მე მაქვს პარლამენტისა და მთავრობისთვის სამარცხვინო ფოტომასალა, თუ რითი ერთობოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე, როგორ ფლანგავდნენ, ერთი მხრივ, ხალხის ფულს, და მეორე მხრივ, როგორ არცხვენდნენ ისინი სახლემწიფოს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ სამივლინებო ხარჯები, რა ჯდება პარლამენტის წევრების მოგზაურობები. რა დაჯდა აქ წარმოდგენილი ხალხის მოგზაურობა, მაგალუითად, შარშან, სექტემბერში, კლაიპედაში. ორკვირიანი დესანტი როცა იყო გადასხმული,, -- აღნიშნა ბაღათურიამ და ოფიციალური ინფორმაციის მიღება უახლოეს პერიოდში მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მას კონკრეტული მივლინებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა ურჩია და აღნიშნა, რომ ასეთი ინფორმაცია ყოველთვის ღიაა.