ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორცმენების ასეული გამოაქვეყნა. რეიტინგის პირველ ადგილზე მოკრივე ფლოიდ მეივერზერ-უმცროსია, რომელმაც ბოლო წლის განმავლობაში 85 მლნ დოლარი გამოიმუშავა.~
მეორე ადგილზეა ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო აღმოჩნდა - 62 მლნ დოლარით. ხოლო რაც შეეხება გოლფის ცნობილი მოთამაშის ტაიგერ ვუდსის შემოსავალმა 59,4 მლნ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2001 წლიდან ვუდსი Forbes-ის ყველაზე მდიდარ სპორცმენთა რეიტინგს ლიდერობდა, თუმცა მიმდინარე წელს მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა. რეიტინგის მიხედვით ყველაზე ძვირადღირებულ სპორცმენთა რეიტინგში მეოთხე ადგილზეა მოკრივე ლებენ ჯეიმსი - 53 მლნ დოლარით, მეხუთე ადგილზე ჩოგბურთელი როჯერ ფედერერია - 52,7 მლნ დოლარით. მეექვსე ადგილზე კი კალათბურთელი კობი ბრაიანტია - 47,8 მლნ დოლარით. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მეშვიდე ადგილზეა გოლფის მოთამაშე ფილ მიკელსონი - 47,8 მლნ დოლარით, მერვე ადგილზე კი ფეხბურთელი დევით ბექემია - 46 მლნ დოლარი. მეცხრე ადგილზე ფეხბურთელი ქრისტიანუ რონალდუ, ხოლო მეათე ადგილზე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე პიეტონ მენინგია - 42,4 მლნ დოლარით.