2009 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალმა 5 მლრდ. 700 მლნ. 555 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1 მლრდ. 213 მლნ. 915 ათასი ლარითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს საგარეო ვალმა 3 მლრდ 908 მლნ 524 ათას ლარი შეადგინა.
2008 წელს კი ეს მაჩვენებელი 2 მლრდ 750 მლნ 832 ათას ლარი იყო. მრავალმხრივი კრედიტორებიდან ვალის ყველაზე დიდი ზრდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალთან მიმართებაში გამოვლინდა, მაშინ როდესაც 2008 წელს საქართველოს აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტისადმი საქართველოს ვალი 775 მლნ 253 ათასი ლარი იყო. 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 1 მლრდ 325 მლნ 634 ათას ლარამდე გაიზარდა. მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის მიმართ 2008 წელს საქართველოს ვალმა 1 მლრდ 647 მლნ 079 ათასი ლარი შეადგინა, 2009 წელს კი აღნიშნულმა მონაცემმა 1 მლრდ 942 მლნ 032 ათასი ლარი შეადგინა.
ორმხრივი კრედიტორების მიმართ საქართველოს ვალმა გასული წელს 938 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა.. თითქმის იგივე მაჩვენებელზეა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ევრობონდების ვალი, რომელიც გასული წლის მონაცემებით, 842 მლნ 900 ათას ლარზე ფიქსირდება.
2009 წელს, წინა წელთან შედარებით შემცირება ფიქსირდება სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების კატეგორიაში - 2008 წელს ეს მაჩვენებელი 16 მლნ 676 ათასი ლარი იყო, 2009-ში კი - 10 მლნ 219 ათას ლარზე დაფიქსირდა.