აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიელმა ხალხმა უნდა შეძლოს "დამოუკიდებლად, დემოკრატიული გზით აირჩიოს საკუთარი მომავალი".
ობამამ და პუტინმა გააკეთეს მოწოდება სირიაში ძალადობის შეწყვეტისა და კოფი ანანის გეგმის შესრულების შესახებ.
განცხადებაში ობამამ და პუტინმა ასვე აღნიშნეს თავიანთი განზრახვის შეახებ შეასრულონ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებების მოთხოვნები, ერთობლივად იბრძოლონ ტერორიზმთან, ნატკოტრაფიკთან და გააგრძელონ დიალოგი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვისაუბრეთ საერთაშორისო პრობლემებზე, მათ შორის სირიაზე და მრავალი შეხების წერტილი ვიპოვეთ", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, პუტინმა არ დააკონკრეტა რამდენად წარმატებული იყო ორმხრივი შეხვედრა და მოხერხდა თუ არა ორი ლიდერის პოზიციების დაახლოება.