დღეს, 19 ივნისს, 20:00 საათზე, "ახალ თეატრში" შედგება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლ "ნატვრისთვალის" პრემიერა. ნიკოლოზ საბაშვილი თეატრალური პრემია "დურუჯი" 2011-ის ლაურეატია, ნომინაციაში "საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი". სპექტაკლი 20 ივნისსაც იქნება წარმოდგენილი.
ლაურეატს გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. სწორედ ამ თანხით დაიდგა სპექტაკლი "ნატვრისთვალი".
როგორც ცნობილია, ამ ნომინაციაზე წარდგენილი რეჟისორის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. საპრიზო თანხა აუცილებლად უნდა მოხმარდეს მომავალ სეზონზე სპექტაკლის დადგმას.