აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორნაციით, ბათუმში "Espresso Bar Sinatra" გაიხსნა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე, დუმბაძის ქუჩის N 12-ში ახალი კაფე-ბარი "Espresso Bar Sinatra" გაიხსნა.
ევროპული კლასიკური ინტერიერით მოწყობილი კაფე-ბარი სტუმრებს ევროპულ სამზარეულოსა და ყავის ფართო არჩევანს სთავაზობს. ნამდვილი ესპრესოსა და ყავის სხვა ნაირსახეობებთან ერთად შესაძლებელია ყავის კოქტეილების დაგემოვნება.