"თუ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ხელისუფლების სათავეში მოვიდა და თავისი პოპულისტური განცხადებების სამოქმედო გეგმად გამოყენება დაიწყო, სიტუაცია, რა თქმა უნდა, უარესი იქნება ეკონომიკაშიც და ბიზნესიც ამას მალევე იგრძნობს", _ აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე - რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის კოალიცია ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ბენდუქიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის კოალიციის ხელისუფლების სათავეში მოსვლა ფანტასტიკური სცენარია.
"მიმაჩნია, რომ აუცილებლად გაიზრდება სახელმწიფო ვალი და კიდევ ერთი: ვინაიდან მან შექმნა ეს კოალიცია, მას რაღაც მართებს ამ ადამიანების, ხომ ასეა? თანადებობები და ა.შ. ხოლო ამ გუნდში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ვხედავ ისეთს, რომლებიც ქრთამს არ აიღებენ. დანარჩენები, მგონია, რომ აიღებენ", _ აცხადებს ბენდუქიძე და აღნიშნავს: "აი, ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ყველაფერი სხვადასხვანაირად იყოს.
"სავარაუდოდ, ასეთი მთავრობა დაემხობა და მის ნაცვლად ახალი, უკვე სწორი მთავრობა მოვა თუმცა გულწრფელად, რომ გითხრათ, მე მგონია, რომ მათი მოსვლა ხელისუფლებაში საკმაოდ ფანტასტიკური სცენარია", _ ამბობს ბენდუქიძე.