საქართველოს ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები ეყოლება. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს წარუდგინა.
ამჟამად ბელარუსში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დავით კოტარია ამავე ქვეყნის ელჩი იქნება; ესპანეთის საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი ყურაშვილი შვეიცარიის ელჩის პოსტზეა წარდგენილი; არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ლაცაბიძე ამავე პოსტზე კანადაში გადადის, რომლის უფლებამოსილებაც იმავდროულად საერთაშორისო საქალაქო ავიაციის ორგანიზაციაზედაც (ICAO) გავრცელდება, ხოლო კანადაში მივლენილი დიპლომატი ლევან მეტრეველი დიპლომატიურ საქმიანობას ბულგარეთში გააგრძელებს; არგენტინაში კი საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე პრეზიდენტმა პარლამენტს საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გელა სეხნიაშვილი კანდიდატურა წარუდგინა. პრეზიდენტმა ეთიოპიაში ელჩის პოტზე ვახტანგ ჯაოშვილის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში - ბექა დვალის, ინდონეზიაში ზურაბ ალექსიძის და თურქეთში ზურაბ პატარაძის კანდიდატურები წარადგინა.
ელჩების კანდიდატურები განსახილველად და დასამტკიცებლად პარლამენტის უახლოეს სხდომაზე იქნება გატანილი.