პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, სესიაზე კიდევ სამჯერ შეიკრიბება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქედან 2 პლენარული, ერთი კი რიგგარეშე სხდომა იქნება. პლენარული სხდომები მიმდინარე სასესიო კვირაში, ჩვეულებისამებრ, სამშაბათსა და პარასკევს ჩატარდება. რიგგარეშე სხდომა კი მომავალ კვირაში დაინიშნება.
პარლამენტის რეგლამენთის თანახმად, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს, 29 ივნისს ოფიციალურად დაიხურება.
მასალის გამოყენების პირობები