თბილისში, აღდგომის მომდევნო კვირას თანამედროვე ქართული ჩაცმულობის პირველი ეროვნული ფესტივალი გაიმართება.
80-მდე ქართველი დიზაინერი საკუთარ ნამუშევარს სამების საგამოფენო დარბაზში წარმოადგენს.
ფესტივალის გამართვის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ფესტივალის გამართვამდე, დღეს ფესტივალისთვის შექმნილი კოსტიუმების პრეზენტაცია გაიმართა. მას ილია მეორეც დაესწრო.
"ჩვენი ხელოვნება იმდენად დახვეწილია, რომ ვერ ერთი ქვეყნის ხელოვნება ვერ შეედრება. მას ვაღიარებთ არა მარტო ქართველები, არამედ მას აღიარებენ სხვებიც. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას ეს სილამაზე", - ბრძანა კოსტიუმების პრეზენტაციაზე უწმინდესმა.