"ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით ისე არ გააამართლა", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა ფოთში ადგილობრივებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად, აუცილებელია, საპორტო ქალაქში ახალი საწრმოების მშენებლობა დაიწყოს. მისივე განცხადებით, ფოთშო მონოპოლია აღარ არსებობს.
,,ადრე ფოთს თავზე ერთი და ორი გველეშაპი ეჯდა. ყველაფერი იყო იმათი. ფოთელები მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში იყვნენ. 2-3 ოჯახი რაღაცას აკეთებდა, ისიც ძირითადად თბილისიდან ჩამოსულები", _ განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოთში ეკონომიკურმა ზონამ მთავრობის მოლოდინი არ გაამართლა.
,,ამიტომ ეს შეიცვლა იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი ბიზნესი შემოვიდა და მონოპოლია არავის აქვს. მეორე პრობლემაა - ზონამ, როგორც ჩვენ მოველოდით, ისე არ გაამართლა, იმიტომ, რომ შიგნით ჯერ საწარმოები უნდა გახსნილიყო, ეს ჯერჯერობით ძალიან ნელა მიდის, თითქმის არ მიდის ამ ზონის შიგნით. პატარ-პატარა რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. პორტი, როცა დანიელებმა იყიდეს ეს პრინციპში ცუდი რამე არ იყო, მაგრამ პირველი ის იყო, რომ ხალხის რაღაც ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სიტუაციის შესაცვლელად აუცილებელია ფოთში საწარმოების მშენებლობა.
"ამიტომ მე, ასე ვფიქრობ, რომ ამის გადახალვის საშუალება არის ახალი დიდი საწარმოების სიმძლავრეების გაჩენა. ჩვენ სოკარს სამი კვირის წინ მოველაპარაკეთ, რომ ფოთში ააშენებს უზარმაზარი სიმძლავრის კარბამიდის ქარხანას. ეს არის ნავთობპროდუქტების ქიმიური გადამუშავების. ეს არის დაახლოებით, დამატებით დასაქმებული 2 000 ადამიანი", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქარხნის მშენებლობის დაწყება აგვისტო-სექტემბრის თვეში იგეგმება.
"მშენებლობა იწყება წლევანდელი წლის აგვისტოს ბოლოს სექტემბერში. მშენებლობას უნდა სადღაც ორი წელი და მშენებლობაზე დასაქმდება რამდენიმე ათასი ადამიანი, რადგან ძალიან ბევრი ხალხი გვჭირდება. შემდეგ როცა გაიხსნება დასაქმდება უშუალოდ ქარხანაში და გარშემო სიმძლავრეებში სადღაც 2000-მდე" , - განაცხადა სააკაშვილმა.