გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მოუწოდა ბერძნებს ხმა მიისცენ იმ ლიდერებს, რომლებიც დაიცავენ ევროკავშირთან ფინანსური დახმარების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებას.
საბერძნეთში მიმდინარე არჩევნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროზონის მომავალზე და ევროპაში ვალების კრიზისის შემდგომ ვითარებაზე. საბერძნეთის გადაწყვეტილება ევროზონიდან გასვლის შესახებ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, მიიჩნევენ ალაიტიკოსები.
კონკურენტი პარტიის წარმომადგენლების პოზიცია აღნიშნულ საკითხზე შემდეგია - კონსერვატორები მხარს უუჭერენ ევროზონაში დარჩენას, "სირიზის" ლიდერები კი წინააღმდეგნი არიან შეასრულონ საბერძნეთის ვალდებულება მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკისა გატარების შესახებ, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო ფინანსური დახმარების სანაცვლოდ იკისრა.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ორივე პარტია მოსახლეობაში თანაბარი პოპულარბით სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში საპარალამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას 21 პოლიტიკური პარტია იღებს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.
საბერძნეთში მიმდინარე არჩევნებს დიდი ინტერესით აკვირდებიან არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, არამედ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნები.
არჩევნების შედეგებზე ბევრად იქნება დამოკიდებული ევროზონის ბედი და, შესაბამისად, მსოფლიოს ეკონომიკური მდგრადობის პერსპექტივები.
ეგზიტპოლების პირველი მონაცემები და ოფიციალური შედეგები 21:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
გამარჯვების საუკეთესო შანსი ორ პარტიას აქვს - კონსერვატორულ "ახალ დემოკრატიას" და "სრულიად საბერძნეთის სოციალისტურ მოძრაობას".
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საკმაოდ დიდია მემარჯვენე ნაციონალისტების, კომუნისტური პარტიისა და კოალიცია "სირიზას" პარლამენტში მოხვედრის ალბათობა.
მაისში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. პარტიებმა კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმებაც ვერ შეძლეს.