თურქეთის შანლიუფრის ციხეში მომხდარი ხანძრის შედეგად 13 პატიმარი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ამბოხების მოწყობის მიზნით, შედგებულად, გააჩინეს.
კვამლით გაგუდვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, 5 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ციხის თანამშრომლებმა ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ ჩაქრობა შეძლეს. ხანძარი ციხის ტერიტოორიაზე განლაგებულ სხვა შენობებს არ გადადებია.
ციხეში 100-მდე პატიმარია, მათ შორის პოლიტიკური პატიმრები.