პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 151 ქვეყნიდან საქართველომ 55-ე ადგილი დაიკავა. ფონდმა New Economic Foundation "პლანეტის ბედნიერების 2012 წლის ინდექსი" სამი ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით შეადგინა - ცხოვრების დონით მოქალაქეების კმაყოფილება, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ეკოლოგიური კეთილდღეობა.
რეიტინგში 151 ქვეყანა მოხვდა, რომელთაგან პირველ ადგილზე კოსტა-რიკა, ხოლო 151-ზე ბოთსთვანა გავიდნენ.
დასავლეთ ევროპიდან ყველაზე წინ 29-ე ადგილზე ნორვეგიაა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, "პლანეტის ბედნიერების 2012 წლის ინდექსში" თურქეთმა 44-ე, სომხეთმა - 53-ე, აზერბაიჯანმა - 80-ე, ხოლო რუსეთმა - 122-ე ადგილები დაიკავეს.
www.happyplanetindex.org - აჩვენებს, რომ პლანეტის მცხოვრებლები ჯერ კიდევ არ არიან ბედნიერები. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას სამივე მაჩვენებლლის კარგი შესრულება არ აქვს.
HPI შედეგი უზრუნველყოფს მტკიცებულებას, რომ პროგრესი არ არის მხოლოდ სიმდიდრე.