მიმდინარე ევროზე ალბათ ასეთი მძაფრ და მრავალსიუჟეტიანი სცენარი არცერთ მატჩში არ გათამაშებულა. შვედებმა წააგეს, მაგრამ ნამდვილად შეუძლიათ იმის თქმა, რომ ტურნირს თავაწეულები დატოვებენ (ფრანგებთან მათ ბოლო მატჩს, სკანდინავებისთვის სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვთ). ინგლისს რაც შეეხება, თუ სადმე არ გაუმართლათ ბრიტანელებს, „ზემოდან" ამ მატჩში „აუნაზღაურეს".
ამ მატჩში მომხდარი პერიპეტიებიდან შვედთა 34 წლის მცველის, ერიკ ოლაფ მელბერგის გამოჩეული თამაშია. მისთვის ინგლისთან თამაში 116-ე სანაკრებო ტესტი იყო და ვეტერანმა თავი გოლით გამოიჩინა. სწორედ მელბერგის თავურით დაწინაურდა შვედეთი, რაც ერთის მხრივ, სამართლიანობის აღდგენაც იყო. გამთანაბრებელი გოლიც პრაქტიკულად მელბერგმა გაიტანა, მაგრამ უეფამ ცარიელი კარიდან ბურთის ვერგამომტან გლენ ჯონსონს, ავტოგოლად ჩაუთვალა.
და რას აკეთებდა ამ დროს შვედეთის ნაკრების ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი? იგი გუნდის ძრავი იყო ამჯერადაც, მაგრამ სასწაულების მოხდენა ვერც მან შეძლო. აი, დაახლოებით ისეთის, უელბეკმა რომ ქუსლი დაუხვედრა უოლკოტის ფლანგურ ჩაწოდებას და მატჩს ლოგიკური წერტილი დაუსვა.
ერთხელაც, მელბერგის შესახებ. ეს ამ ფეხბურთელისთვის ევროპის ჩემპიონატის მე-4 ფინალური ტურნირია (ასეთი მაჩვენებლით ერთეულები თუ მოიწონებენ თავს). რაღაც, მასაც „გედის სიმღერასავით" გამოუვიდა. D ჯგუფში ასეთი რამ ანდრეი შევჩენკომ უკვე გააკეთა, როცა უკრაინელთა 35 წლის ფორვარდმა შვედეთთან პირველ ტურში დუბლი შეასრულა და მასპინძლებს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა.
შვედეთი - ინგლისი 2:3 (0:1)
კიევი. 15 ივნისი, 2012. „ოლიმპიური". 64640 მაყურებელი. 22:45
შვედეთი (4-4-1-1): ისაკსონი, მელბერგი, გრენკვისტი (ლუსტიგი, 66), მარტინ ოლსონი, იონას ოლსონი, ელმი (ვილჰელმსონი, 81), სებასტიან ლარსონი, სვენსონი, ჩელსტრიომი, იბრაჰიმოვიჩი, ელმანდერი (როზენბერგი, 79).
მთავარი მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი.
ინგლისი (4-4-2): ჰარტი, ჯონსონი, ტერი, ლესკოტი, ეშლი კოული, მილნერი (უოლკოტი, 61), ჯერარდი, პარკერი, ეშლი იანგი, უელბეკი (ოკლსეიდ-ჩემბერლენი, 90), კეროლი.
მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.
გაფრთხილებები: მილნერი (58), მელბერგი (63), იონას ოლსონი (72), სვენსონი (90+1).
გოლები: 0:1 კეროლი (23), 1:1 ჯონსონი (49, საკ. კარში), 2:1 მელბერგი (59), 2:2 უოლკოტი (64), 2:3 უელბეკი (78).
მსაჯები: დამირ სკომინა; პრიმოჟ არჰარი, მატეი ჟუნიჩი; მატეი იუგი, სლავკო ვინჩიჩი (ყველა სლოვენია); ფლორიან მეიერი (გერმანია).
დარტყმა 9 (6)-12 (6); ჯარიმა 14-10; კუთხური 3-3; თამაშგარე 0-0; ბურთის ფლობა 48%-52%; სეივი 3-5.
1. საფრანგეთი 2 1 1 0 3:1 4
2. ინგლისი
2 1 1 0 4:3 4
3. უკრაინა
2 1 0 1 2:3 3
4. შვედეთი
2 0 0 2 3:5 0