საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით არის მსჯავრდებული 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ლიბიიდან უკანონო დაფინანსების საქმეზე, სასჯელის მოხდას 21 ოქტომბერს დაიწყებს. ის სასჯელს საფრანგეთის დედაქალაქში, ლა სანტეს ციხეში მოიხდის.
სარკოზის განაჩენი გასაჩივრებული აქვს და სასამართლო პროცესი მოსალოდნელია მომდევნო თვეებში. სარკოზი ციხეში დარჩება, თუ სააპელაციო სასამართლოს მისი გათავისუფლების გადაწვეტილებას არ მიიღებს. ფრაგული მედიის ცნობით, ციხეში არის სპეციალური ბლოკი, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების საჭიროების მქონე პატიმრებისთვის.
პარიზის სასამართლომ 25 სექტემბერს სარკოზი კორუფციაში დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნეს დანაშაულებრივ შეთქმულებაში, მუამარ კადაფისგან მილიონობით ევროს უკანონო დაფინანსების მიღების მცდელობის საქმის ფარგლებში. ამასთან, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი სხვა ბრალდებებში, მათ შორის კორუფციაში მონაწილეობისა და საფრანგეთში საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეებზე, გაამართლა.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა.