თურქმა სამართალდამცავებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 45 ადამიანი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, თუმცა ადგილობრივი პოლიცა მათ ვინაობას არ ასახელებს.
ცნობილია, რომ დაკავებულთაგან უმრავლესობა პალესტინელია. დეტალების დაზუსტებას თურქეთში საქართველოს საკონსულო ცდილობს.