მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 116.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 189.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.1 მლნ აშშ დოლარით (11.6 მლნ ლარით), ანუ 6.5 პროცენტით მეტია 2011 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 88.4 პროცენტი მოდიოდა.
2012 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.0 მლნ აშშ დოლარი (14.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 7.6 მლნ აშშ დოლარის (12.8 მლნ ლარი) გასული წლის მაისში.
გასული საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული ფულადი გზავნილების სტრუქტურა გრაფიკულად, ანგარიშსწორების სისტემების მიხედვით, მოცემულია ქვემოთ: