საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 140-150 კმ-ებზე (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.