დღეს, 15 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "ამბასადორში" "საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია" აწყობს მრგვალ მაგიდას, პროექტის "ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ჩატარებული კვლევის თემაზე, რომელიც ეხება საგადასახადო სასამართლოებს და საგადასახადო დავების გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
პროექტი დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ "სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისათვის" პროექტის ფარგლებში, ამერიკელი ხალხის და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით.