შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აეროპორტს ესაჭიროება მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე იურისტი, ფინანსისტი/ბუღალტერი, გადაყვანა-გადაზიდვის სამსახურის თანამშრომელი, სახმელეთო მომსახურების სამსახურის თანამშრომელი, ადმინისტრაციული პერსონალი და საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურების თანამშრომელი.
დასაქმების მსურველებმა რეგისტრაციისთვის სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც განთავსებულია ინტერნეტ პორტალზე jobs.ge. ამავე საიტზეა გამოქვეყნებული დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ვაკანსიებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების თაობაზე.
კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა რამდენიმე ეტაპად მოხდება. საუკეთესო კანდიდატების შერჩევა ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე განხორციელდება
მასალის გამოყენების პირობები