ხვალ, 15 ივნისს 13:00 საათზე, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწვანე ბიზნეს-შესაძლებლობების კონფერენციას უმასპინძლებენ, რომელიც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.
კონფერენციაზე საქართველოში მწვანე ბიზნეს-შესაძლებლობების კვლევის პირველადი შედეგების წარდგენა მოხდება.
მონაწილეები განიხილავენ ქართული ეკონომიკის გამწვანების სხვადასხვა ასპექტებს და მისი პროდუქციისა და სერვისების მაღალ კონკურენტულ, გამომწვევ მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირების საკითხებს.
კვლევა გაეროს განვითარების პროგრამამ ეკონკომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის ”საჯარო სექტორში რეფორმების მხარდამჭერი კონსულტაციების პროექტის“ ფარგლებში.
საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების გუნდი შეიკრიბა მდგრადი და ეკონომიკურად გამართლებული მწვანე ბიზნესების განსასაზღვრად, როგორებიცაა მწვანე პროდუქტების წარმოება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგიაზე დაფუძნებული წარმოება. ეს ყოველივე ნაციონალური პოლიტიკის განსავითარებლად და კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, ასევე ”რიო+20”-ის გლობალური პროცესის მხარდასაჭერად ეწყობა.
ღონისძიებას დაესწრებიან ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიგი და შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამხრეთ კავკასიის ფილიალის რეგიონული დირექტორი რუდოლფ შოჰი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) მის როლს სხვადასხვა ქვეყნებისათვის მათი მდგრადი განვითარების ხედვის რელობად ქცევის ხელშეწყობაში ხედავს. ნაციონალური დონის დიალოგის პლატფორმა კი კონსენსუსის მიღწევის და ეკოლოგიური, ენერგიის და რესურსების დამზოგი ტექნოლოგიებისათვის გარემო პირობების შექმნის ეფექტური გზაა.
მასალის გამოყენების პირობები