აღმაშენებლის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებისას ორი მეხანძრე დაშავდა.
ცეცხლი ძველი კინოსტუდიის ეზოში მდებარე ლამინატის საწარმოს გაუჩნდა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა, რის გამოც აღმაშენებლის გამზირი ერთი საათით გადაკეტილი იყო.
დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართი და აღმაშენებლის 168 ნომერში არსებული საცხოვრებელი სახლის კედელი.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობა სახელდება.
ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა გართულდა.