დღეს, 14 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რენო სალენს შორის.
შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.