ბიძინა ივანიშვილს საქართველოდან დეპორტაციის საფრთხე არ ემუქრება, რადგან იგი საარჩევნო უფლების მქონე პირად ითვლება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ კბილაშვილმა.
,,მიუხედავად იმისა ისარგებლებს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებით და ითქვა, რომ არ ისარგებლებს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მაინ ძალაშია და კონსტიტუცია ამბონს, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეს, დაბადებულს საქართველოში და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში მყოფს უფლება ქვს ისარგებლოს საარჩევნო უფლებით. ამიტომ გამორიცხულია საარჩევნო უფლების მქონე ადამიანი ქვეყნიდან დეპორტირებული იქნეს", _ განცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ევროკონვენცია არ აძლევს ბიძინა ივანიშვილის დეპორტაციის საშუალებას.
,,კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და კანონის მიხედვით მას აქვს საქართველოში ყოფნის უფლება 360 დღის განმავლობაში. ბატონ ბიძინას ჰყავს ოჯახისწევრები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქენი და ცხოვრობენ საქართველოში. ევროკონვენციით აკრძალულია იმ შემთხვევაშიც თუკი 360 დღიანი რეჟიმი დაირღვევა პირი დეპორტირებული იქნეს ქვეყნიდან, მაშინ როდესაც თუნდაც ერთი მისი ოჯახისწევრი არის იმ ქვეყნის მოქალაქე და ცხოვრობს იმ ქვეყანაში", _ განაცხადა კბილაშვილმა
.