,,პრობლემები უკვე რამდენიმე ხანია არსებობს ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენთან დაკავშირებით", _ განცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა. თუმცა კონკრეტულად რატომ და რის გამო შეექმნა პრობლემები ივანიშვილის ვერტმფრენს ზაქარია ქუცნაშვილს არ დაუკონკრეტებია. მან ჟურნალისტებს მოუწოდა ეს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი კარბელაშვილთან დავაზუსტოთ.
,,,ეს უნდა ჰკითხოთ ბატონ კარბელაშვილს", _ განცხადა ქუცნაშვილმა.