"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები გიორგი თარგამაძე და ზაზა გაბუნია ავჭალაში ხუბულოვების სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და მათი მდგომარეობით დაინტერესდნენ.
Xუბულოვებს სოციალურად დაუცველთა სააგენტოს მიერ 26 000 ქულა აქვს მინიჭებული. მათი საცხოვრებელი სახლი საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ თხოვნით მათ მიმართეს გლდანი-ნაძალადევის გამგეობას, თუმცა დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლების ზრუნვის საგანს უნდა წარმოადგენდეს ასეთი ოჯახების დახმარება და ქალბატონი ნადეჟდასადმი მხოლოდ მადლობის სიგელის ან გამარჯვების დღეს ორდენის გამოგზავნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ზაზა გაბუნია შეხვედრაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა. დეპუტატის თქმით, ყველა ის ოჯახი, რომელსაც დაბალი სარეიტინგო ქულა აქვს და მძიმე საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობს, ავტომატურად უნდა მიიღოს "სოციალური საცხოვრისის" პროგრამით გათვალისწინებული ბინა.