„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ირლანდიის ვიცე-პრემიერ, საგარეო და ვაჭრობის მინისტრს იმონ გილმორაას შეხვდა.
საუბრის მთავარ თემას, საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა. ნინო ბურჯანაძემ სტუმარს აღუწერა ქვეყანაში არსებული ვითარება, ბოლო პერიოდში უკიდურესად გაუარესებული საარჩევნო გარემო. დასახელდა ხელისუფლების მხრიდან პარტიის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და ტერორის კონკრეტული ფაქტები. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გასული წლის 26 მაისს „სახალხო კრებისა" და „დემოკრატიული მოძრაობის" წინააღმდეგ განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციას.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ირლანდიის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა იმონ გილმორმაიმ ხაზი გაუსვა სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს აუცილებლობას დემოკრატიული არჩევნებისათვის.