დღეს, 14 ივნისს, 12:00 საათზე, პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" ცენტრალურ ოფისში (მისამართი: ცაგარელის ქ.24) გაიმართება საგანგებო სკაიპკონფერენცია.
ორგანიზატორთა განცხადებით, მოსალოდნელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მოსკოვიდან სკანდალურ განცხადებას გააკეთებს პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა.