საქართველოს პრეზიდენტსა და ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ ემონ გილმორს შორის ბათუმში დღეს შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს. მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. შეხვედრისას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხსაც შეეხნენ და კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებაზედაც იმსჯელეს.
ემონ გილმორმა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა, ასევე ისაუბრა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობის თაობაზე.
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში იმყოფება.