დღეს, 26 იანვარს, ტელეკომპანია "იმედის" შენობასთან უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა და მოსწავლეთა კავშირები საპროტესტო აქცია-ბრიფინგს გამართავენ.
აქციია ორგანიზატორები არიან სტუდენტთა კავშირები: "ზნეობრივი არჩევანი", "მომავალი ჩვენია", "განათლება და ერთსულოვნება", ასევე, მოსწავლეთა კავშირი "ნათელი მომავლისათვის".
აქცია-ბრიფინგის თემა ბოლო პერიოდში ტელესივრცეში მომძლავრებული გარყვნილების პროპაგანდაა. აქციის ორგანიზატორები საზოგადოებისადმი მიმართვას გაავრცელებენ და ტელეკომპანიებს "გარყვნილების პროპაგანდის" შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.