„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიაზ ზოსიძე ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა შაშიკაძესთან ერთად სოფელ განთიადში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობის განცხადებით სოფელს წლებია არ მიეწოდება სასმელი წყალი, სოფლის მცხოვრებთა უმეტესობას კი არ მიუღიათ ელექტრო ენერგიის და სოფლის მეურნეობის ვაუჩერები.
ნიაზ ზოსიძის განცხადებით „ქრისტიან-დემოკრატებმა" არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას ქართული სოფლებისთვის მეტი ყურადღების მისაქცევად.
„ჩვენ ვურჩევთ ხელისუფლებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ვირტუალურ კეთილდღეობაზე საუბარი და კონკრეტულად მიხედოს სოფელს. სოფელი და ქალაქი ერთნაირად უნდა ვითარდებოდეს" - ნიაზ ზოსიძემ