"თუ ადამიანებმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის რეჟიმი დაარღვიეს და ამის გამო ისინი სამშობლოში გააგზავრეს ამაში ვერაფერ საშიშს მე ვერ ვხედავ", _ ეს განცხადება რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ საქართველოს მოქალაქეების მიერ რუსეთიდან გამოძევების გამო ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელის კომენტირებისას გააკეთა. მანვე აღნიშნა, რომ ამგვარი პრაქტიკა მრავალ ქვეყანაში არსებობს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას რუსული მედია მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროსასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება "თითქოს მათ მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო დეპორტაციას".