რუსეთის ფედერალურმა საიმიგრაციო სამსახურმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს 9 ათასზე მეტ მოქალაქეს კანონდარღვევა აღმოუჩინა. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის უფროსმა კონსტანტინე რომოდანოვსკიმ გააკეთა.
"ჩვენთან საქართველოს ისეთი 9 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც დარღვეული აქვთ 90 დღიანი ყოფნის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ ადამიანების მოვძებნით და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ: ან საიმიგრაციო სამსახური ან სასამართლო. ჩვენ წესრიგი უნდა დავიცვათ", _ განაცხადა მან.